მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან გაძევების შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომა სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებმა და ტელეწამყვანებმაც დატოვეს. მათ შორისაა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია.
გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მოსამართლეს მათი ხმა არ ესმოდა.
„არ ვაპირებდი დარბაზიდან გამოსვლას, მაგრამ როდესაც მოსამართლემ ნიკა გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენც ყველა სოლიდარობის ნიშნად გამოვყევით მას. მაგარმ არა მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად, აზრი არ ჰქონდა იქ ჩვენს ყოფნას, არამხოლოდ როგორც მაყურებლის, არამედ როგორც მხარის ყოფნას, იმიტომ რომ ჩვენი ხმა მოსამართლეს არ ესმოდა, იმიტომ, რომ მან იცის, რომ ჩვენი ხმა არ უნდა გაიგოს. მე არ დავიწყებ იურიდიულ დეტალებზე საუბარს, მიუხედავად ამისა, ამ რამდენიმე საათში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იურიდიული დეტალები ურთმელიძეზე უკეთ მესმის.
"ურთმელიძეს საშინლად ეშინოდა, რომ რუსთავი 2-ს ეთერში ისეთი მასალა არ გადაეცა, რაც, თითქოს, ეთერში არ უნდა გამოჩენილიყო. ჩვენ დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ მტკიცებულებები აუდიო, ფოტო და ვიდეომასალის სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ამაზე დაიკარგა უზარმაზარი დრო, პირდაპირ ამბობდა, რომ არ იყოს აქ ისეთი, რისი ნახვაც მათთვის სასურველი არ იქნებოდა, ამ დროს ეს შიში სრულიად უსაფუძვლო იყო.
"ყველა ამ მტკიცებულების შემდეგ ჩვენ ყველაფერზე უარი მივიღეთ, მაგრამ რა უნდა ვილაპარაკოთ მოსამართლეზე, რომელსაც ერთერთ არგუმენტად აქვს, რომ მისი დედა მისი ოჯახის წევრი არ არის, აქ რაზე უნდა ილაპარაკო," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.