20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 22 ოქტომბერს განახლდება

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით 22 ოქტომბერს განახლდება. ამის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე დღეს დილიდან განიხილება.

მოსამართლის 22 ოქტომბერს სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას წინ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უსწრებდა. მოსარჩელე მხარეს დაევალა, წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია, თუ რის საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზა და რა ღირდა იმ დროისათვის რუსთავი 2-ის აქციები.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ამ წუთებში დასრულდა. მას ბოლო ერთი საათი არ ესწრება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ დარბაზიდან გააძევა. პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზი დატოვეს არხის თანამშრომლებმა.

დღის ამბები