რუსთავი 2–ის პროცესი 22 ოქტომბერს განახლდება. ეს გადაწყვეტილებაც მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო. შესაძლოა მოსამართლემ საქმეზე განაჩენი სწორედ ხუთშაბათს გამოაცხადოს.
7 საათიანი პროცესის განმავლობაში რუსთავი 2–ის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა. მოსამართლემ მისი აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი თქვა.
ისურისტების ვრცელ შუამდგომლობას თან ვიდეო და ფოტო მასალაც ქონდა დართული, სადაც ის რეპორტაჟები შევიდა, რომელიც მოსამართლის დედის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივ დევნას ეხებოდა. თუმცა ამ მოთხოვნაზე პასუხი დღის ფრაზა გახდა. დედა ოჯახის წევრი არ არის – ამ არგუმენტით ურთმელიძემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მისი მეუღლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას კი გაემიჯნა.
ამის შემდეგ მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამიას სხდომა დაატოვებინა, რასაც ავტომატურად რუსთავი 2-ის თანამშრომლების პროტესტიც მოყვა და პროცესი მხოლოდ ადვოკატების თანხლებით საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ურთმელიძემ გვარამიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მას მიმართა. გვარამიამ განაცხადა, რომ ის ნანობს იმ შეცდომას, როდესაც მან მხარი დაუჭირა თამაზ ურთმელიძის მოსამართლედ დანიშვნას.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე, დავით ქაშიაშვილი