საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვას ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. თუმცა ამ პირების ნაწილი ჟურნალისტებთან საკუთარი ვინაობის გამხელას თავს არიდებდა, ნაწილი კი შსს თანამშრომლად ასახელებდა თავს.
ქიბარ ხალვაშის მხარდამჭერებს სასამართლოს დარბაზში მოსარჩელის ადგილები ეკავათ. სხდომის დასრულების შემდეგ კი საქალაქო სასამართლოს შენობა ქიბარ ხალვაშის ადვოკატებთან ერთად დატოვეს.