პოლიტიზირებულად და მიკერძოებულად მიიჩნევს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. მათი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მას სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული არგუმენტები სჭირდება, რადგან არსებული ვითარება გარკვეულ კითხვებს აჩენს.
რაც შეეხება მოსამართლე ურთმელიძეს - არასამთავრობო ორგანიზაციებში თვლიან, რომ რუსთავი 2-ის საქმის თავიდან არიდების შემთხვევაში ეს კითხვები გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ შენიღბოს ეს პროცესი და ღია ძალადობაზე გადავიდეს.
„საუბარია იმაზე, რომ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა, რაც ნიშნავს კრიტიკის გაქრობას რუსთავი 2-ის ეკრანებიდან,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას დამფუძნებლის ნიკა რურუას განცხადებით კი, ხელისუფლებამ დაკარგა ზომიერების შეგრძნება და ცდილობს არადემოკრატიული ნაბიჯებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.
„მათ თუ გადადგეს ეს ფატალური ნაბიჯი, ისინი აუცილებლად უფრო ადრე დაკარგავენ ძალაუფლებას, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ,“ - განაცადა ნიკა რურუამ,