20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
მმართველი გუნდი რუსთავი 2-ის დახურვას კატეგორიულად გამორიცხავს

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებთ, უმრავლესობა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს კერძო დავაა ორ სუბიექტს შორის.

მმართველ კოალიციაში ხაზგასმით ამბობენ, რომ არხის დახურვა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.

„კარგი იქნება, თუ სასამართლოში გაირკვევა მფლობელის ვინაობა და არა არხის პოლიტიკა და ა.შ. არხი დარჩება ეთერში. ვინ დახურავს ყველაზე პოპულარულ ტელევიზიას? ვის მოსწონს და ვის არა, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები