20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
"ის, რაც ხდება მოსამართლე ურთმელიძის დარბაზში, აბსოლუტური ფარსია“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

რუსთავი 2 წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი ქვეყანაში დემოკრატიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ამბობენ ნაციონალურ მოძრაობაში და ამტკიცებენ, რომ ურთმელიძე ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ახმოვანებს.

„ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ს ერთი მარტივი მიზეზის გამო ებრძვის, მას არ უნდა ხალხის ხმა ისმოდეს რუსთავი 2-ზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ შუამდგომლობას, პროცედურას, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის, რაც ხდება მოსამართლე ურთმელიძის დარბაზში, ეს არის აბსოლუტური ფარსი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები