20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს განათლების მინისტრი ეხმაურება

რუსთავი 2-ის გუშინდელ სასამართლო პროცესს განათლების მინისტრი ეხმაურება. 

თამარ სანიკიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულების მიმცემი იქნება.

„ნებისმიერი, მითუმეტეს პოლიტიკოსის შეფასება იქნება არასწორი მიმართულების მიმცემი, ყველა იმ პროცესების მიმართ, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ამ ეტაპზე გავაკეთებთ, არის ის, რომ ყველანი დავრჩებით გარეთ და მივცემთ საშუალებას სასამართლოს, რომ პროცესები წარმართონ დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები