11 ოქტომბერი 2024,   01:22
ვრცლად
"მთელმა საქართველომ ნახა ლგბტ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს" - შალვა პაპუაშვილი

"მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით ამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ვერ დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს.

"მეგობრებო, მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა. მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის. ამის მაგალითია ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერე. მთელმა საქართველომ ნახა ამ კანონზე კენჭისყრისას დარბაზიდან გაპარული ოპოზიცია და ხელმოწერას დამალული პრეზიდენტი. ისინი გაეპარნენ თავის ამომრჩეველს, დაემალნენ საკუთარ ხალხს, მაგრამ სად დაემალებიან 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, როდესაც ხალხი მათ ამისთვის საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები