"საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში," – ასე გამოეხმაურა ისარაელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს.
სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სახალხო დამცველმაც შეაფასა, რომელმაც რუსთავი2-ის ქონებაზე ყადაღის დადება არამიზანშეწონილად მიიჩნია.
"საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შედგება კიდევ უფრო ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნად იმ ვითარებაში, როდესაც მედიის მრავალფეროვნება იქნება გარანტირებული. იქნება ეს რუსთავი2 თუ სხვა მედიასაშუალებები.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის პოლიტიკური ფონი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ქვეყანა ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის აშენებაზე.
"ამ ფონზე მედიის მრავალფეროვნება და განსაკუთრებით იმ პროცესებში, რომელშიც ჩვენ რეალურად საარჩევნო წელიწადში შევდივართ, არის უმნიშვნელოვანესი.
"საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების განხილვაში," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.