20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ამერიკის ელჩი რუსთავი2-ის შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

საქართველოში ამერიკის ელჩი რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

იან კელი ამბობს, რომ ამერიკის შეშფოთებას გამოიწვევს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება მედიის გარემოს შეზღუდვისკენ.

"ამ საკითხზე ჩვენი ხედვა ცნობილი და ნათელია. ჩვენ შეშფოთებას გამოიწვევს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართლი იქნება მედიის გარემოს შეზღუდვისკენ.

"საქართველოს მთავრობისთვის ეს ცნობილია, ვინაიდან ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია.

"ვიმედოვნებ, მოვლენები ისე განვითარდება, უზრუნველყოფილი იქნება მედიაპლურალიზმი. ასევე დიალოგი პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობას შორის," - აცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები