"ეს ტელევიზია ძალიან დაჩაგრულია. ყველაზე რეიტინგული არხია საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება დახურვას უპირებს," - ასე დაიწყო შეხვედრა ლეირობისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ამერიკელ კონგრესმენთან.
ნათელაშვილმა კონგრესმენს რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფიც გააცნო.
როგორც პირველი ლეიბორისტი ამბობს, ის შეხვედრებზე ამერიკაში ღიად საუბრობს, რომ რუსთავი2-ის დახურვას ხელისუფლება ცდილობს.
"რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს მასმედიის წაინააღმედ, ეს შეიძლება თვითმკვლელობას შევადაროთ. პოლიტიკურ მოღვაწეს ბევრი რამ შეიძლება აპატიონ, გარდა 2 პრეცედენტისა. პირველი, მან ხელისუფლებაში ყოფნის ვადა არ უნდა გაიგრძელოს და მეორე, მედიას არ უნდა შეეხოს. თუ ერთი ან მეორე აქვს ჩადენილი აქვს, ის ისტორიულ სანაგვეზეა მოსროლილი," - ამბობს შალვა ნათელაშვილი.