"ხალხის არხი ხელისუფლების რუპორად იქცა და ამის საწყისი ქიბარ ხალვაში იყო. აღარ მინდა, ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე," - პოსტ სკრიპტუმის ჟურნალისტი, თეა ადეიშვილი, წლების წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
"რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა თავის დროზე თვალი დახუჭეს, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე და აღარ ჩამოვთვლით. ეს არის ეპოქა, როცა რუსთავი2-ში ის მფლობელი მოვიდა, რომელსაც ახლა აქ დაბრუნდება უნდა. მაშინ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა. მაშინ რუსთავი2 შევიდა ხელსიუფლებასთან პირდაპირ კონტაქტში. მაშინ არხი ბევრმა ჟუნრალისტებმა დატოვა. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ რუსთავი2 ისევ არ გახდება სახელისუფლებო არხი. ხალხის არხი ხელისუფლების რუპორად იქცა და ამის საწყისი ქიბარ ხალვაში იყო. ბატონ ქიბარს არც პოლიტიკური ამბიციები აქვს და არც სატელევიზიო ბიზნესში დაბრუნების სურვილი. კარგად გვესმის, რატომ უნდათ რუსთავი2-ის მოგუდვა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გაგვაჩუმონ. რუსთავი2 ხელისუფლებასთან მოლაპარკებებზე არ მიდის. მე არ ვარ მზად, ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და ვიმუშაო სახელისუფლებო არხზე," - ამბობს თეა ადეიშვილი.