კურიერის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, 2006 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც რუსთვი 2-ზე ქიბარ ხალვაში მივიდა.
"რუსთავი 2 მაშინ პოპულარობის პიკში იყო და იმ პერიოდში პირველი და სერიოზული რღვევა დაიწყო. არხი ჩამოიშალა და 3 პროცენტიან რეიტინგზე ჩამოვიდა. ხალხს სძულდა არხი და ლოგო იყო დარჩენილი. წლები დაგვჭირდა, რომ არხი ფეხზე დაგვეყენებინა. ამოვედით ლაფიდან. დღეს რუსთავი 2 ისევ პოპულარობის პიკშია და ისევ ქიბარ ხალვაში აპირებს დაბრუნებას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც აქ ვართ, არავინ არ დავუშვებთ იმას, რაც 2006 წელს მოხდა," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.