შალვა ნათელაშვილი რუსთავი 2-ს მხარდაჭერას აღუთქვამს და მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ბრძოლა თავისუფალი მედიასაშუალების წინააღმდეგ.
"თუ რუსთავი 2 დაიხურება, ხალხი მასობრივად გამოვა ქუჩაში და, ალბათ, არჩევნები ჩატარდება სხვა დროს, სხვა რეჟიმში და სხვა ფორმატში, რაც არ არის სურვილი. სასურველია, რომ ხელისუფლებამ ტელევიზიებთან ბრძოლებზე, ოპონენტების ჩაქოლვაზე უარი თქვას და ამით გადაირჩენს საკუთრ ტყავს.
"რამდენიმე თვეში ივანიშვილს, კალაძეს, მამაცაშვილს, ყველას აუცილებლად დაუძახებენ პროკურატურაში. ეს ისეთი აქლემია, ყველას კარზე დაიჩოქებს, სააკაშვილის, ივანიშვილის და ყველას კარზე. პოლიტიკოსები რასაც დავაშავებთ, მოგვეთხოვება. ციხე სავსეა იმ ადამიანებით, რომელმაც კონსერვი მოიპარა, რომ ოჯახში საჭმელი მიეტანა. ეს ხალხი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში. ჩვენ ამოვიღებთ იმ თანხებს, რომელიც მათ უკანონოდ შეგაწერეს," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.