რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა არჩევანში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ დღეს ტელეკომპანიის წინააღმდეგ ხელისუფლება იბრძვის.
„არ არის პირველი ქიბარ ხალვაში, ვინც რუსთავი2-ზე პრეტენზიას აცხადებს. აქ ნათლად და ცალსახად გამოჩნდა, რომ ეს არ არის ქიბარ ხალვაშის დავა ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ. ეს არის სისტემა, რომელიც ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს რუსთავი2-ში, სახელმწიფო გადაწყვეტილებით დაყადაღდა რუსთავი2 და საფრთხე შეექმნა ჩვენს ფუნქციონირებას,“ - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.
რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სასამართლო პროცესზეც საუბრობს და ამბობს, რომ 19 ოქტომბერს საქალაქოს სასამართლოსთან არ იყო ტელეკომპანიის მაყურებელთა სრული რაოდენობა.
„არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც შეიძლება, გამოვიდეს რუსთავი2-ის დასაცავად. მე არ მინდა, ამ პროცესების მონაწილე ვიყო. მაგრამ მე ამ მონაწილე და ავანგარდში მდგომიც კი გამხადეს უგუნური გადაწყვეტილებების გამო,“ - განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.