აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ განცხადება სახელმწფიო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.
რუსთავი 2-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, მან უწყების წარმომადგენლის, მარკ ტონერის განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია უცვლელია.
ცოტა ხნის წინ მარკ ტონერმა მედია გარემოს პლურალიზმის შემზღუდავ ქმედებებს შემაშფოთებელი უწოდა და მთავრობას რუსთავი 2-თან მიმართებით მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ადრეც ვილაპარაკეთ ამ თემაზე და გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია მედიის თავისუფლების შესახებ. ეს პოზიცია უცვლელია. კვლავ ვიტყვი, რომ ჩვენ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით," - განაცხადა კირბიმ.