ნანუკა ჟორჟოლიანი ქიბარ ხალვაშის სახლში შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშმა თავის დროზე ტელეკომპანია წამგებიან ბიზნესად აქცია და შემდეგ გაცვალა.
ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია, თუ მაშინ ვერ გაუძლო ხალვაშმა ზეწოლას, გაუძლებს თუ არა ის დღეს.
"როცა ქიბარ ხალვაში ამ არხის მფლობელი იყო, მე მას აქ დავხვდი. როცა ქიბარ ხალვაში დღეს ამბობს, რომ ის დაიცავს აქ მომუშავე ადამიანებს, ხალვაშს ავიწყდება ერთი რამ, რომ ჩვენ გვახსოვს, მან ვერ დაიცვა არხის გნერალური დირექტორი, ნიკა ტაბატაძე. ვერ დაიცვა ადამიანი, რომელიც მაშინ იყო სიტყვის თავისუფლების გარანტი აქ მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის. როცა მაშინდელი ჟურნალისტები ქიბარ ხალვაშს ეკითხებოდნენ, თუ რატომ გაუშვი ნიკა ესემესით სახლშიო, პასუხიც კი არ ჰქონდა. მაშინ მე და რუსთავი2-ის სხვა თანამშრომლები მასთან სახლში ვიყავით.
"შემდეგ არხს ცნობილი ადამიანები ყოველ დღე ტოვებდნენ. არხის არსებობის ისტორიაში 2-ჯერ გაითიშა. ერთხელ მოსამართლეების გადაწყვეტილებით, შევარდნაძის დროს და მეორედ მაშინ, როდესაც ქიბარ ხალვაშმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არხი დაეტოვებინა მაშინ ხალხისთვის ძალიან საყვარელი ადამიანების გარეშე.
"ქიბარ ხალვაში როცა ამბობს, რომ ვინმეს თავისუფლებას აქ დაიცავს, ჩვენთვის ძალიან დაუჯერებელია. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ხელისულფების დროს ვერ გაუძლო ქიბარ ხალვაშმა წნეხს და რომელ ბიზნესში გაუცვალა ქიბარ ხალვაშმა დამოუკიდებელი ტელევიზია.
"ქიბარ ხალვაში ამბობდა, რომ ტელევიზია წამგებიანი ბიზნესიაო. რა თქმა უნდა, მისთვის წამგებიანი იქნებოდა ისე, როგორც ჩვენ არ ვიცოდით პასტების, პამპერსის და კბილის ჯაგრისების ბიზნესი. შესაბამისად, აბსოლიტურად წამგებიანი ბიზნესი გახადა რუსთავი2 და შემდეგ ადგა და ის უბრალოდ გაცვალა.
"დარეკოს და თქვას, რამე არასწორს თუ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, ქიბარ ხალვაში გვიყურებს. არ შეიძლება, ის ამას არ უყურებდეს. შემდეგ განცხადებების გაკეთებით არ შემოიფარგლოს. არავის არ სჯერა, რომ ის განცხადებები მისი დაწერილია. მას შეუძლია, 2 20 11 11-ზე დარეკოს და მას მიეცემა საშუალება, ჩაერთოს საუბარში და ან დაადასტუროს ან უარყოს," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.