20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ქიბარ ხალვაში პირდაპირი ეთერის გამოსართველად ე.წ. რუბილნიკს ეძებდა - რა მოხდა 2005 წელს

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, დუდუ კურდღელია, ქიბარ ხალვაშთან მუშაობის პერიოდს იხსენებს, როდესაც ის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასული მასალი გამო მიღებული დირექტივის შემდეგ ეთერის გათიშვას ცდილობდა.

2005 წელს მოჭიდავეების აქციის პირდაპირი ეთერით გაშუქების ფაქტს დღეს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გადაცემა არჩევანში იხსენებს.

„არ მინდა, კიდევ ერთხელ ვიხილო გამწარებული ქიბარი, ხელში ყურმილით და დარეკილი ზარით, ისევ ეძებდეს ე.წ რუბილნიკს, საიდანაც ეთერი გამოირთვება. ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ მისი აქ მოსვლის პირობებში მსგავსი რაღაც აღარ განმეორდება და არ მოხდება,“ - აცხადებს დუდუ კურდღელია.

დუდუ კურდღელიას განცხადებით, დღეს ხელისუფლება ცდილობს, რუსთავი2-ის ამოქოლვით მისი მისამართით არსებული კრიტიკული აზრის გაქრობას. 

დღის ამბები