პოსტ სკრიპტუმის პროდიუსერი, ეკა სარია, ამბობს, რომ რუსთავი2 იყო პირველი ტელევიზია, რომელმაც საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობა მოიპოვა, შემდეგ ეს დაკარგა და წლების შემდეგ დღეს ეს ნდობა კვლავ დაიმსახურა.
სარია ამბობს, რომ დღეს მას არ სურს, ეს შანსი ხელიდან გაუშვას.
"დე ჟავუ მაქვს. ჩვენ ასე ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისხედით ბოლოს 2001 წელს, როცა მოგვიკლეს გიორგი სანაია. მაშინაც მოსახლეობას მივმართავდით და მოვუწოდებდით, დაეცვათ მართალი სიტყვა და ვამბობდით, რომ არხი იყო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. შემდეგ ხელისუფლებამ ვითომ გამოიძია საქმე. დამნაშავეც დაიჭირეს და მგონი, გაათავისუფლეს. თუმცა, საქმესთან კითხვის ნიშნები დარჩა. მაგრამ უფრო დიდი კითხვის ნიშნები ამ არხის ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით გვაქვს.
"მე მინდა, მივმართო ხალხს, როდესაც პატარა გოგო-ბიჭებმა ნდობის თამასა ძალიან მაღლა და ძალიან მალე ავწიეთ. ჩვენ ყოველთვის ვიდექით ხალხის გვერდით და არ ვუშინდებოდით არაფერს, არც ტყიას. შემდეგ ჩვენ ეს თამასა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ამაზე პროფესიულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.
"ჩვენ დღეს მოგვეცა მეორე შანსი და აღარ გვინდა, შანსი ხელიდან გავუშვათ. ჩვენ ძალიან რთულად შევძელით, ხალხი დაგვებრუნებინა. ჩვენ ისევ გვირეკავენ ადამიანები და გვთხოვენ დახმარებას. ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრობლემები. ჩვენ მათთან ერთად
ვგეგმავთ გადაცემებს.
"მე მინდა, ხელსიუფლებაში მყოფ ქართული ოცნების წარმომადგენლებს აბრაამ ლინკონის ნათქვამით მივმართო, მიეცით ხალხს საშუალება და შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხოდ იქნება. მოგვეცით შესაძლებლობა, შევასრულოთ ჟურნალისტის პირველი
და უმთავრესი ამოცანა, ვიყოთ მოდარაჯე ძაღლები, რომ ძალიან ღრმად არ შეტოპოთ. ერთხელ ამას ვერ მიხვდნენ და შედეგი იყო სავალალო. ჩვენ აღარ გვინდა. ეს განმეორდეს," - განაცხადა ეკა სარიამ.