20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს სისტემის დაპირისპირებას რუსთავი2-თან - გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძემ გადაცემა არჩევანში საკუთარი ინიციატივით მიიღო მონაწილეობა და პარალელები გაავლო 2007 წლის 7 ნოემბერთან და თქვა, რომ დღესაც ტელეკომპანია რუსთავი2-ს სახელმწიფო სისტემა უპირისპირდება.

„7 ნოემბერს რაც მოხდა, ცრემლების გარეშე ამაზე ვერ საუბრობს ტელეიმედის ვერც ერთი თანამშრომელი. არანაკლებ მძიმე იყო ის, რაც შემდეგ ხდებოდა. ის იყო ყველაზე მძიმე, რადგან მაშინ ჩვენ გვქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დაუცველები, უსუსურები, რადგან ჩვენ გვიპირისპირდებოდა მთელი სახელმწიფო სისტემა და დღესაც აქ იმისთვის მოვედი, რომ ეს პარალელები გავავლო და ვთქვა, რომ ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ კვლავ მთელი სისტემის დაპირისპირებაა ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ,“ - აცხადებს გიორგი თარგამაძე.

დღის ამბები