"ერთადერთი, რამაც შეიძლება შეზღუდოს ხელისუფლება დღეს, 2007 წლის მსგავსად ,დღესაც არის დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ამ შემთხვევაში რუსთავი2," - ეს განცხადება ყოფილმა ტელეწამყვანმა და შემდეგ უკვე ყოფილმა პოლიტიკოსმა, გიორგი თარგამაძემ, გააკეთა.
თარგამაძე ამბობს, რომ რუსთავი2 სატელევიზიო ბაზარზე ერთადერთი ტელევიზიაა, რომელსაც აქვს საშუალება, იყოს ე.წ. მოდარაჯე ძაღლის პოზიციაში.
"პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია, რომელმაც უნდა შეზღუდოს, დააბალანსოს და გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე, ამას ვეღარ ახდენენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ეფექტურად მუშაობენ, მაგრამ მათ მუშაობას მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზაციებში აქვთ და საზოგადოება ამას არ ითვალისწინებს. პარლამენტი სრულიად ერთპარტიული გავლენის, ერთი კაცის გავლენის ქვეშ არის. ასევე მთავრობა. მონოპოლიზებულია პოლიტიკური ველი.
"ერთადერთი, რამაც შეიძლება შეზღუდოს ხელისუფლება ისევე, როგორც 2007 წელს, დღესაც არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ამ შემთხვევაში რუსთავი2. ანუ ჩვენი მთავარი პრობლემა შეუზღუდავი, უკონტროლო ხელისუფლება იყო. ეს რომ არ არსებობდეს, უნდა იყოს რამდენიმე პოლიტიკურად ძლიერი ინსტიტუტი. ერთადერთი, რაც დღეს არსებობს, არის კრიტიკულად მაუწყებელი ტელევიზია. რატომ რუსთავი2 და არა რომელიმე სხვა ტელევიზია? ამას კონკრეტული ახსნა აქვს. პირველი, ყველა დანარჩენ ტელევიზიას აქვს გაცილებით მეტი წინაპირობა, იყვნენ ლოიალურები ამ ხელისუფლების მიმართ. ასეთი წინაპირობა რუსთავი2-ს არ გააჩნიათ. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რუსთავი2 მთავრობას გაურიგდეს და შევიდეს რაიმე ტიპის ლოიალურ ურთიერთობებში," - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.