16 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
"ეს არის ჩვეულებრივად დიპლომატიური სკანდალი, თუ ჰერჩინსკი ზურაბიშვილთან დახურულ კარს მიღმა მართავს კონსულტაციებს ამ ქარტიასთან დაკავშირებით" - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თუ ზურაბიშვილმა ჰერჩინსკისთან დაკავშირებით რაც ისაუბრა სიმართლეა, მაშინ ჰერჩინსკის საქართველოს საზოგადოებისთვის ახნსა მოუწევს.

მისი განმარტებით, თუ ჰერჩინსკი ზურაბიშვილთან დახურულ კარს მიღმა მართავს კონსულტაციებს ქარტიასთან დაკავშირებით, ეს დიპლომატიური სკანდალია.

"თუ ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჰერჩინსკისთან დაკავშირებით რაც ისაუბრა სიმართლეა, მაშინ ბატონმა ჰერჩინსკიმ ახსნა-განმარტება უნდა გააკეთოს ჩვენი საზოგადოების წინაშე. თუ ის საუბრობს 27 ქვეყნის სახელით, მაშინ იმ 27 ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაც უნდა ახსნან ეს თემა. ეს არის ჩვეულებრივად დიპლომატიური სკანდალი, თუ ჰერჩინსკი ზურაბიშვილთან დახურულ კარს მიღმა მართავს კონსულტაციებს ამ ქარტიასთან დაკავშირებით. იგი ამით ჩვენს მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები