21 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
"უნამუსო ინტერპრეტაციაა" - გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტება და სალომე ზურაბიშვილის განცხადება ქვეყანაში პოლიტიკური განხილვის თემად რჩება.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს მის ქარტიას და დოკუმენტით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას. თუმცა ამ განცხადების საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობამ "რუსთავი 2-ს" განსხვავებული შინაარსის წერილი გამოუგზავნა, სადაც განმარტებულია, რომ "ევროკავშირი მიმდინარე არჩევნებში მხარს არ უჭერს არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას, თუმცა მზადაა ითანამშრომლოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობასთან."

პრეზიდენტის მხრიდან პროცესების განსხვავებულად წარმოჩენას მმართველი გუნდი "უნამუსო ინტერპრეტაციას" უწოდებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს სტანდარტი ევროპულია.

"რა საკვირველია, უნამუსო ინტერპრეტაციაა, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ხაზარაძემ გაიმარჯვა მაშინ ევროპისკენ მივდივართ და თუ "ქართული ოცნება" არ დამარცხდა, მაშინ ევროპისკენ გზა ჩაკეტილი გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს კოლეგებს ევროკავშირიდან და საერთოდ, მთელს მსოფლიოს ვუთხრა - ჩვენი სტანდარტი არის ევროპული. ჩვენ ყველა მაჩვენებლით ვჯობივართ, უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს ვიდრე ნებისმიერი კანდიდატ ქვეყანას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები