21 ოქტომბერი 2024,   11:50
ვრცლად
"მარშმა აჩვენა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ემალება" - მაკა ბოჭორიშვილი

ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი აქტიოვისტებვის მიერ გუშინ გამართულ აქცია-მარშს აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის განმარტებით, საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ემალება და არ შესწევს უნარი, რომ მათთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ.

სახელისუფლებო გუნდი საუბრობს პროცესებში სალომე ზურაბიშვილის როლზეც და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ის კონსტიტუციას ყოველდღიურად არღვევს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მარშმა აჩვენა, რომ ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ემალება.

"მარშმა აჩვენა ბევრი რამ, გამოაჩინა, რომ დღეს საქართველოში არის ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ემალება. მას არ შესწევს უნარი, რომ ესაუბროს ამომრჩეველს, მოქალაქეებთან ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი. ეს აჩვენებს ზუსტად იმას, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობენ ისინი საქართველოს მოსახლეობაში და თავადვე კარგად ხვდებიან, რომ მათი მოქალაქეებთან გამოჩენა მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგის მომტანია", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები