21 ოქტომბერი 2024,   12:06
ვრცლად
ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს ამბობს

ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს ამბობს!

"ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?" - ასეთი იყო კითხვა, რომელზეც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს საკუთარი აზრი უნდა გამოეხატა. წინასწარი შედეგების მიხედვით, თითქმის 51%-მა ამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა. ამ ეტაპისთვის დათვლილია ბიულეტენების 97%-ი.

რეფერენდუმთან ერთად, მოლდოვაში პრეზიდენტიც აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 41%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოია-ნოგლოა, რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური "სოციალისტების" პარტია უჭერს. იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ის მოგროვება ვერ შეძლო, ოპონენტებით ერთმანეთს 3 ნოემბერს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაია სანდუმ მედიასთან მოლდოვაში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმის შესახებ გააკეთა განცხადება.

დღის ამბები