21 ოქტომბერი 2024,   12:05
ვრცლად
"თავისუფლების მოედანზე იყო თავისუფლების მოყვარე ევროპელი ხალხის კიდევ ერთი განაცხადი ევროპული მომავლისთვის" - თინა ბოკუჩავა

"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით აქცია-მარში თბილისში გვიანობამდე გაგრძელდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა, რის შემდეგაც სცენა მუსიკოსებმა დაიკავეს. მარშის მონაწილეებმა თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე ხუთი ლოკაციიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. მათ თან ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალზე უარს არასდროს იტყვის.

"თავისუფლების მოედანზე იყო თავისუფლების მოყვარე ევროპელი ხალხის კიდევ ერთი განაცხადი ევროპული მომავლისთვის. ჩვენი ერთიანობით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვანახეთ, რომ ჩვენი ერთიანობით არჩევნებმა უნდა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი და ნება", - განაცხადა პლატფორმის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

"მიზანი არის, რომ ერთმანეთს დავანახოთ, როგორი თავისუფლები ვართ, როგორი ლაღები ვართ და როგორ მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველო თავის ისტორიულ გზას დავუბრუნოთ. ეს ქვეყანა ვაშენოთ სილაღითა და სიკეთით," - აღნიშნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები