21 ოქტომბერი 2024,   11:34
ვრცლად
უსაფრთხოების სტანდარტებზე პრაქტიკული კურსი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ComCom-ის მედია აკადემიაში ჩატარდა

როგორ უნდა გაშუქდეს მედიით საგანგებო მოვლენები - უსაფრთხოების სტანდარტებზე პრაქტიკული კურსი ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ComCom-ის მედია აკადემიაში ჩატარდა.

სემინარს ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი და უსაფრთხოების ექსპერტი, ირაკლი ანდრონიკაშვილი უძღვებოდნენ.

ორდღიან შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა საგანგებო მოვლენების გაშუქების სტრატეგიები, ხშირად დაშვებული შეცდომები, უცხო გარემოში მუშაობისას უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და მგზავრობისას გასათვალისწინებელი დეტალები. კურსი სიმულაციურ ვარჯიშებსაც მოიცავდა.

დღის ამბები