21 ოქტომბერი 2024,   18:48
ვრცლად
"ევროპის სახელით ვიღაცები გვებრძვიან და პირველ რიგში ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპას და ევროპულ ღირებულებებზე რეალურ წარმოდგენებს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებას ევროინტეგრაციის მიმართულებით რეალური, კონკრეტული გეგმები აქვს. 

"როცა სიყალბეზეა ბევრი რაღაც დაფუძნებული და როცა ევროპის სახელით ელაპარაკებიან მოსახლეობას ტყუილებს, ასეთი შედეგები დგება და ამას ვუფრთხილდებით სწორედ ჩვენ.

ჩვენ რომ წითელ ხაზებს არც ვუახლოვდებით, იმიტომ, რომ იმიჯურად, სწორედ არ შეილახოს ევროპაზე წარმოდგენა, ამას არათუ გვიფასებენ, არამედ გვიტრიალებენ - თურმე ანტიევროპელები ჩვენ ვყოფილვართ და მთავარი ევროპელები ყოფილან ისინი, ვინც სიბნელეში და ბოღმაში რომ იხრჩობიან - ასეთი წარსული მქონე ადამიანები. მოლდოვას ეს დაემართა; როგორ შეძლეს ვიღაცებმა და მოლდოველი ხალხის ნახევარს შეაძულეს ევროპა? ჩვენთანაც ასე მოხდება თუ მაგრად არ დავდექით. ევროპის სახელით ვიღაცები გვებრძვიან და პირველ რიგში ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპას და ევროპულ ღირებულებებზე რეალურ წარმოდგენებს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები