21 ოქტომბერი 2024,   19:01
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: კანონის ჩარჩოებიდან უმნიშვნელო გადახვევაც არ ჯდება ჩვენს გეგმებში, თუ ვინმე ამაზე დაგელაპარაკებათ, წინასწარ გიცხადებთ, რომ ქვეყნის ბოროტის მსურველია და ერთადერთი მიზანი აქვს - დემოკრატიული არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება

დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ და გარწმუნებთ: ვინც და რა ფორმითაც  არ უნდა მოგმართოთ, არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ შემოთავაზებას თუ პროვოკაციას, არ მოტყუვდეთ და გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს მოწოდება, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ თქვენი მისამართით, ყველაფერი ზემოხსენებულის მიუხედავად, იმოქმედეთ მხოლოდ კანონის შესაბამისად", - აღნიშნული განცხადება, 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესის დამკვირვებლების და კომისიის წევრების, განსაკუთრებით კი კომისიებში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, გააკეთა. 

მისი განცხადებით, სწორედ კანონის შესაბამისად მოქმედებაა ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესი.

"ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში: არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ, კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში.  თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, წინასწარვე, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტის მსურველი არის და აქვს ერთადერთი მიზანი - ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე", -  აღნიშნა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

დღის ამბები