21 ოქტომბერი 2024,   19:03
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, მსგავსი რეფერენდუმი საქართველოში დღეს საღამოს რომ ჩატარდეს, ბერვად უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს ევროპული განვითარების გზა - ლევან სანიკიძე

მოლდოვის ისტორიულ რეფერენდუმსა და მოულოდნელ შედეგებს, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმიანებიან. პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ საქართველოში უფრო მეტია ევროპული განვითარების მსურველი. 

"დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რეფერენდუმი საქართველოში დღეს საღამოს რომ ჩატარდეს, ბერვად უფრო დიდი სხვაობით გაიმარჯვებს ევროპული განვითარების გზა. ჩვენთან უფრო მეტია მსურველი, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს პრემიერ-მინისტრი და დღევანდელი მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი, რომელსაც არ უნდა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ მოლდოველი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებაა ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში.

"გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, მათ შორის, რუსული კანონების ძალიან დიდი მასშტაბები და სხვა ინტერვენციები ამ პროცესში, მაგრამ ფაქტია, მოლდოველი ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილება არის ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას შეიძლება სხვა მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ არ გამოადგება არანაირი პროპაგანდისთვის. ჩვენ არ ვცხოვრობთ მოლდოვაში, ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. ქართველ ხალხს სურს ამ ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული პროცესების ჩამოყალიბება, სურს ქვეყნის ხილვა ევროკავშირის წევრად, სურს ყველა იმ სიკეთის აქ მოტანა, რაც ევროკავშირშია ხელმისაწვდომი და ერთადერთი, ვინც ამას წინ ეღობება, ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

 

დღის ამბები