21 ოქტომბერი 2024,   19:13
ვრცლად
მიმდინარე წლის 9 თვეში, ბიუჯეტში დაგეგმილზე 755 მილიონით მეტი გადასახადები შევიდა - ფინანსთა სამინისტრომ შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ბიუჯეტში დაგეგმილზე 755 მილიონით მეტი გადასახადები შევიდა - ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტში გადასახადებიდან მობილიზებულმა თანხამ 14.88 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტი იყო.

ოფიციალური განმარტებით, ბიუჯეტის შემოსავლების მატება უკავშირდება როგორც დღგ-ეს, ასევე საშემოსავლო, მოგების და აქციზის გადასახადების მეტობით შესრულებას.

დღის ამბები