"ძალადობრივი გზით ხდება ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება" - ასე შეაფასა საქართველოს ევროპელი დემოკრატების ლიდერმა პაატა დავითაიამ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება.
დავითაიას თქმით, ფარული და უკანონოდ გადაღებული კადრებით შანტაჟი, რაც ოჯახის ფაქტორს ეხება დაუშვებელია. ეს არის ზღვარი, რომელიც მისი განცხადებით პოლიტიკოსებმა რა უნდა გადალახონ. ასეთი შანტაჟის პირობებში კი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი არასერიოზულია.
„თუ ეს ზღვარი გადალახული იქნება თქვენს ოჯახებსაც შეეხებიან და პირველ რიგში ეს ავნებს ქართულ სახელმწიფოს და ქართული სახელწმიფო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მას პასუხს აგებინებს საზოგადოება. ეს არის ყოვლად მიუღებელი,“ - აცხადებს პაატა დავითაია.