"ისე როგორც სოლოლაკში არ უნდა იყოს ზვიგენი და პინგვინი ჭორვილაში, ივანიშვილი არ უნდა იყოს საქართველოში,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ სერგო რატიანმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.
რატიანმა მოუწოდა საზოგადოებას დაიცვან სიტყვის გამოხატვის და რუსთავი 2-ის თავისუფლება.
"ეს რუსთავი 2-თან დაკავშირებული ამბები გრძელდება დიდი ხანია. როგორც ჩანს ახლოვდება ჭეშმარიტების წუთი. როგორც ჩანს საქართველოს ჰყოლია ცუდი ხელისუფლება, მარიონეტი ხელისუფლება, ხელისუფლება რომელიც შეიძლება არ უყვარდა ხალხს დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა. მას მართავს ზვიგენების აუზთან მჯდომი მანიაკი რუსი მაფიოზი. ივანიშვილი არ წარმოადგენს არც ერთ სოციალურ წრეს საქართველოში. ეს არის ავადმყოფობა, რომელიც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ისე, როგორც ზვიგენი არ უნა იყოს სოლოლაკში და პინგვინი ჭორვილაში, ასევე ბიძინა ივანიშვილი, როგორც სოციალური მოვლენა არ შეიძლება იყოს საქართველოში. უმრავლესობა არის მძევალი. რუსთავი 2 არის შედარებით თავისუფალი. ეს არ ეხება თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ ან თავისუფალ გარემოს ყველა გადავარჩენთ, ან ამ ქვეყანაში არ იქნება არანაირი ინტერესი. ქვეყანა ნადგურდება როგორც სამართლებრივი სივრცე. ამის უკანასკნელი საზღვარი არის რუსთავი 2 ან ჩვენ დღეს დავიცავთ რუსთავი 2-ს სიტყვის თავისუფლებას, მათ შორის მოქალაქე ურთმელიძის პირად ცხოვრებას და სხვათა ცხოვრებას, ან საქართველო არათუ დასავლეთ სივრცეს ჩამოშორდება, არამედ ის ნორმალური განვითარების გზას ჩამოცდება. რუსეთს შეუძლია იცხოვროს ცოტახანს დამოიკიდებლად. საბჭოთა კავშირში ჩვენ ვიყავით და ვიყავით გამქრალი მსოფლიოში. შეუძლებელია ჩვენ ავტორიტარიზმის ფარგლებში დიდხანს შევძლოთ ყოფნა,"- განაცხადა სერგო რატიანმა.