საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მოუწოდებს ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში და მოხდეს არსებული ვითარების დასრულება, რასაც ელენე ხოშტარია „ცირკს“ უწოდებს.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით დააკლო ბევრი ძალისხმევა, მისი მოვალეობის შესრულება, რასაც ქვია კონსტიტუციის და დემოკრატიის სადარაჯოზე დგომა, დღეს არ არის პოლიტიკური თამაშების პირადი დისკომფორტის თუ სხვა რაიმე სახის შეზღუდვების მოქმედების დრო. დღეს ყველას უნდა გვესმოდეს რომ დღეს მოქმედება განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ხოშტარია ითხოვს პრეზიდენტისგან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის გამართვასა და მათთან ამ საკითხის მწვავედ დაყენებას. ასევე მიმართავს დავით უსუფაშვილს სასწრაფოდ ჩაერიოს პროცესში, აღკვეთოს ადამიანზე შანტაჟი და რუსთავი 2-ზე ზეწოლა.