20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
"გამოდით ხვალ და თქვით, რომ არ გინდათ უკან რუსეთში,"- გიორგი ბადრიძე

"გამოდით ხვალ და თქვით, რომ არ გინდათ უკან რუსეთში,"- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის ექსპერტმა გიორგი ბადრიძემ გააკეთა. ბადრიძე მოუწოდებს მოქლაქეებს დაუჭირონ მხარი სიტყვის თავისუფლებას და ხვალ მხარი დაუჭირონ რუსთავი 2-ს.

"მე მინდა მივმართო საზოგადოების ერთ ნაწილს, არა რუსთავი 2-ის მხარდამჭერებს. მათთვის ნათელია, რომ მათი აქტიურობის გარეშე ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. მე მოგმართავთ თქვენ, რომლებმაც არჩევანი 2012 წელს ქართულ ოცნებაზე შეაჩერეთ.  განა მაშინ თქვენ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლისთვის არ აძლევდით ხმას? როგორც შეიძლება მოგწონდეთ თქვენ ის, რაც არ მოგწონდათ მაშინ. დღეს არ შეიძლება გონიერ ადამიანს დარჩეს ეჭვი, რომ ქვეყნის კურსი არის პროდასავლური. ჩვენ შეიძლება ხვალვე გავხდეთ რუსეთის პროვინცია. თქვენი ცხოვრების ხარიხსი გაუმჯობესდა? თუ გინდათ რომ არ დავბრუნდეთ 90-იანებში ხვალ თქვენ უნდა გამოხვიდეთ და უთხრათ ხელისუფლებას რომ არ გინდათ უკან რუსეთში, საბჭოთა კავშირში. ეს ჩვენი მომავლის საკითხია. თქვენ გთვლიან ბრიყვებად, რომ გაზპრომი იმისთვის გვჭირდება, რომ აზერბაიჯანული გაზი არ გვყოფნისო. დღეს არის ის მომენტი, რომ თქვენზეა ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებული. გამოდით და თქვით რომ არ გინდათ უკან რუსეთში,"- განაცხადა გიორგი ბადრიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები