20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ისღა დარჩენიათ მხოლოდ გაახმოვანონ,"-ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2-ის" საქმეზე საუბრობს

საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც რუსთავი 2-ში ამ წუთებშიც მიმდინარეობს ცოტა ხნის წინ არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა განცხადება გააკეთა და აღანიშნა, რომ ნიგა გვარამიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება შანტაჟის შესახებ ღიად საუბრის თაობაზე არ იყო მარტივად გადასადგმელი ნაბიჯი. უდუმაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას სიტყვის თავისუფლების დასაცავად. 

"ნიკა 2012 წელს მოვიდა და ეს ის პერიოდი იყო, როდესაც რუსთვაი 2-ის მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო იმიტომ, რომ ჩვენ ხელისუფლებისთვის მტერი ნომერი 1 ვიყავით და მან შეძლო, რომ კომპანია რამდენიმე წელიწადში გახდა ძალიან წარმატებული და არა მარტო მოგებაზე გავიდა, არამედ თავის შემოსავალიც აქვს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მათ შორის დაუყოვნებელ აღსრულებაზე. ისღა დარჩენიათ მხოლოდ გაახმოვანონ, ამიტომ ჩვენ ხვალ ყველას ველოდებით სასამართლოსთან,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

დღის ამბები