25 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
"როგორც ჩანს, ეს არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოებს მიმართ, რომლებმაც, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მტრად გამოაცხადეს" - შალვა პაპუაშვილი

თბილისის ქუჩებში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერებზე, ახალი წარწერების გადაკვრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ამ წარწერებთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ნათელია, ეს არის მოქალაქეების პასუხი იმ განცხადებებზე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა.

"ვნახე მედიაში და გავეცანი ამ ფოტოებს. როგორც ჩანს, ეს არის ქართველების პასუხი იმ უსამშობლოებს მიმართ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გამოაცხადეს მტრად. ამაზე მეტი ფაშიზმი სხვა რა არის, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებ მტრად. ანუ მათ ამზადებ შურისძიების, ძალადობის, ზეწოლის სამიზნედ და ამას ავრცელებს მედია საშუალებები, რომლებიც ევროკავშირის და აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. რა თქმა უნდა, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას მტრად გამოაცხადებს რამდენიმე უსამშობლო ჯგუფი, ამაზე მოსახლეობას რომ ექნება რაღაც რეაგირება, ამას ვხედავთ და სავარაუდო, ასეც არის. კარგია, რომ საქართველოს პატრიოტები ასეთ ფაშისტურ გამოვლინებებზე სათანადო პასუხს სცემენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები