25 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
"ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას" - გიორგი ბუტიკაშვილი ეუთო/ოდირთან შეხვედრაზე

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც მათი პარტიის მიერ შეგროვდა.

"ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შეგროვდა ჩვენი პარტიის მიერ და იმ დარღვევებისა და იმ პროცესის შესახებ, თუ როგორია წინასაარჩევნო გარემო. მთავარია, მათი მისია და მათი პოზიცია, რომ მათ ობიექტურად გააშუქონ ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს, რაც მთავარია, და არჩევნების დასრულების შემდეგ დათვლის პროცესი, რა დროსაც მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება მცდელობები საბოლოო შედეგების მანიპულაციის," - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების კითხვები, ძირითადად, ეხებოდა იმას, თუ რამდენად შეძლებს ოპოზიცია საკუთარი ხმების დაცვას.

"მათი ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას, რამდენად არიან ჩართულები ხმების დაცვაში და როგორ შეიძლება ისინი დაეხმარონ პროცესს. ცხადია, ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია ყველაფერზე, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი," - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.

დღის ამბები