25 ოქტომბერი 2024,   15:32
ვრცლად
"ძალადობა და მუქარა ოპოზიციისა და NGO-ების აქტივისტების მხრიდან, სიძულვილის კამპანია, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება..." - რა დარღვევებზეა საუბარი "ოცნების" მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გააცნო. დოკუმენტი 1-ელი ივნისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გამოვლენილი დარღვევებია: ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.

"ძირითადი დარღვევები რაც გამოვლინდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, კონცენტრირებული ვართ ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დარღვევებს. ეს არის ძალადობა და მუქარა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური კამპანია, კამპანიაში ხელის შეშლა, დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და არადეკლარირებული საარჩევნო კამპანიები, რომელიც წარმოებდა.

დავიწყოთ თავიდან, რაც შეეხება ძალადობას და მუქარას. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა, განსაკუთრებით დასაწყისში იყო პარლამენტის წევრებზე თავდასხმები. გახსოვთ ე.წ. "აღშფოთებული მოქალაქის კამპანია", რომლის უკან და რომლებიც ყოველ ჯერზე დასტურდებოდა, რომ იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც თითქოს და ანონიმური მოქალაქეების სახით თავს ესხმოდნენ პარლამენტის წევრებს, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და სხვათა შორის, ეს ფაქტები არ აღწერეს ადგილობრივმა ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც პერიოდის მხრივ ამ პერიოდს მოიცავენ, თუმცა თვალი დახუჭეს იმაზე, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პარტიული ნიშნით მიდიოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თავდასხმები.

მეორე, გახლავთ სიძულვილის კამპანია უკვე დეპუტატობის კანდიდატებზე. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია გასაჯაროვდა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან ვერბალური თავდასხმები სოცმედიის საშუალებით თავდასხმები მათზე, მათი ოჯახის წევრებზე. ვნახეთ ჩვენ რომ არაფერი მორალური ბარიერი ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებს, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრებს, ოპოზიციის აქტივისტებს არ აქვთ, მათთვის სულერთია ვის ეხება ეს, ეხება ეს ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომელსაც გუშინ ტაშს უკრავდნენ, თუ ეხება ეს ადამიანებს, რომელსაც ისინი შეიძლება მანამდე არ იცნობდნენ.

ყველა მორალური ბარიერი მოიხსნეს. ნიღაბი ეთიკის ყველანაირად ჩამოიხსნეს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასული ჩვენი სიის წევრებზე და ასევე, ნახეთ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით. პირდაპირ ჩართული იყვნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბულინგში, ზეწოლაში, შეურაცხყოფაში ადამიანებისა, რომელიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდებიან. ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში შინაარსით ლიბერალური ფაშიზმი. ეს ის ხალხია, რომელიც სემინარებზე "power point"-ებით გვიმტკიცებენ, რომ სხვათა უფლებებისთვის ყველაფერს გადადებენ, მაგრამ როგორც კი ვინმე მათი პოლიტიკური გემოვნების მიღმა არის, მზად არიან იმავე მომენტში, რომ ეს ადამიანი გაანადგურონ.

მათ შორის, ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წარმოებული კამპანია ბანერებზე გადაფენა წარწერების, რომელსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ე.წ. მედია საშუალებები ავრცელებდნენ, ეს ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, სადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აცხადებდნენ მტრად და ამაზე დღემდე ევროკავშირის წარმომადგენლობიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, რაც რა თქმა უნდა ახალისებს ასეთი სახის ტერორს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან. ქონების დაზიანება- მათ შორის, წალენჯიხაში იყო შემთხვევა, როდესაც მანქანა დაუზიანა "ახალის" წევრმა და ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შემდეგი, ამომრჩევლის მოსყიდვა. ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვნახეთ, ე.წ. პარტიული ბანაკები, სადაც ახალგაზრდა ამომრჩევლები მიჰყავდათ სხვადასხვა პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, მათი ასე ვთქვათ, როგორც პარტიული მხარდამჭერების ასე ვთქვათ, რეკრუტირებისთვის და ეს ჩვეულებრივ მოსყიდვა არის ჩვენი შეფასებით, ვინაიდან ეს გახლდათ რა თქმა უნდა, დაფინანსებული ღონისძიებები. ამით, რა თქმა უნდა, მოსყიდვა არის ამომრჩევლების და ამაზეც რეაგირება ნულოვანი აქვთ ადგილობრივ დამკვირვებლებს. ცნობილიa, უკვე რამდენიმე ათას ლარიანი წალენჯიხის ასაწყობი აუზი, რომლითაც მამუკა ხაზარაძემ თავისი მთავარი დაპირება შეასრულა, როგორც მან თქვა და გამართა წალენჯიხაში ადრეულ შემოდგომას ასაწყობი აუზი, რომელიც თავის მხრივ არის ასევე ამომრჩევლების მოსყიდვა გარდა იმისა, რომ სასაცილო ფაქტია საერთოდ რომ ადამიანი, რომელიც მაღალ პენსიებს ჰპირდება და თავად რამდენიმე მილიონის პატრონი არის, ასაწყობ აუზზე მეტი ვერ გაიმეტა წალენჯიხისთვის, მაგრამ ამავე დროს ის, რაც გაიმეტა ეს გახლავთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვინაიდან მათ შორის, სარგებლობა იყო უფასო შეთავაზებული მოქალაქეებისთვის პარტიის მხრიდან.

შემდეგი გახლავთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რომელზეც ასევე, თვალს ხუჭავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ვინაიდან შეკრული არიან თავად სალომე ზურაბიშვილთან და რადიკალურ ოპოზიციასთან, რამდენიმე სახის დარღვევა არის ქალბატონი სალომეს მხრიდან: პირველი- ე.წ ქარტია, რომელიც არანაირად არ შედის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომ ის ჩაერიოს პარტიების წინასაარჩევნო პროგრამის შედგენაში და მან ფაქტობრივად ამით შეადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც ამავე დროს საქართველოს აცხადებს ბანანის რესპუბლიკად, ამბობს რა რომ, ჩვენ არ გვაქვს უნარი მოქალაქეებს, რომ ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც 4 წელი უხელმძღვანელებს ქვეყანას, ეს უნდა იყოს დროებითი მთავრობა, ვინაიდან მოქალაქეებს არ გვყოფნის იმისი ჭკუა და გამჭრიახობა, რომ ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება რაც გვინდა.

ქალბატონმა სალომემ, მას შემდეგ რაც მოიარა უცხოეთის სხვადასხვა დედაქალაქები, ჩამოვიდა პასუხით, რომ ქართველებს არ გვაქვს არჩევანის გაკეთების უნარი და ამიტომ შეადგინა რამდენიმე პუნქტიანი ქარტია, რომლის მთავარი არსი არის ის, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დროებითი მთავრობა, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. და შიგნით ფაქტობრივად რაც წერია ეს არის , რომ სხვისი დიქტატით მოქმედი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც უცხოელი ბიუროკრატების ნებისმიერ მითითებას დაემორჩილება; ეს ერთი დარღვევა. მეორე დარღვევა- ქალბატონის სალომე ჩართული იყო და არის კვლავ პარტიების კოალიციების შექმნაში, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ჰქონდა კონსულტაცია, ამისთვის იყენებდა პრეზიდენტის სასახლეს, ადმინისტრაციულ რესურსს და იმ რესურსს, მათ შორის რომელიც არის სასახლის ლოჯისტიკური მხრივ, რაც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამაზე თვალს ხუჭავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან თავად არიან ამ შეთქმულების ნაწილი;

და მესამე - არჩევნების დღეს დაანონსება ე.წ საკოორდინაციო პლატფორმის. შემდეგ შეეცადნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ რაღაცნაირად გამოეყვანათ ქალბატონი სალომე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ აქედან, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პლატფორმა თუ ჯგუფი, რაც იქმნება 26 ოქტომბერს არის იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დააკვირდეს არჩევნებს და ბოლოს აღნიშნოს გამარჯვება. ეს არის პირდაპირ პარტიული შტაბი, რომელიც იქმნება ჩვენი ფულით დაფინანსებულ ადმინისტრაციაში, ჩვენი ფული დაიხარჯება იმ ლოჯისტიკაში იმისთვის, რომ ქალბატონმა სალომემ თავისი გემოვნებით იზეიმოს, თავის გემოვნებაში მყოფი პარტიების გამარჯვება თუ არ გამარჯვება. ამიტომ, ეს არის რა თქმა უნდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ვინაიდან ეს არის პარტიული შტაბი, რომლის მიზანიც არის გარკვეული პარტიის, თუ პარტიათა ჯგუფის გულშემატკივრობა, ამიტომ ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თუმცა ენჯეოები ამაზე თვალს ხუჭავენ;

შემდეგი დარღვევა კამპანიაში ხელის შეშლა - ამაზე უკვე ბევრი შემთხვევა იყო, 15-მდეა რაზეც ჩვენ რეაგირება გვქონდა, როდესაც ხდება ჩვენი პლაკატების დაზიანება, ჩვენი ბილბორდების გადაკვრა, დახევა და ა.შ. ხელის შეშლა კამპანიაში, გარდა ამისა, კვლავ არის დარჩენილი 5 საათზე მეტი დრო, რომელიც რეალურად მოგვპარეს "ტვ პირველმა", "მთავარმა" და "ფორმულამ" – "ლელოს", "ახალის" და "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილმა ტელევიზიებმა, 5 000 000 ლარზე მეტი ღირებულების საარჩევნო დრო მოგვპარეს და ამით, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს სხვა პარტიებთან შედარებით," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები