25 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
"1-ელი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი, თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია დაფიქსირდა, რაც დღეში, საშუალოდ, ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევაა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში" - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს საარჩევნო კამპანიაში უცხოეთიდან ჩარევის შემთხვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა ფიქრობენ, რომ 20 ოქტომბრის აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო დაფინანსებული, რაც წინასაარჩევნოო პროცესში უცხოური დაფინანსების გამოყენებას გულისხმობს.

"1-ელი სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 250-ზე მეტი განცხადება, კომენტარი, თუ სხვადასხვა სახის ინტერვენცია, რეზოლუცია დაფიქსირდა, რაც დღეში, საშუალოდ, ხუთი სხვადასხვა აქტორის ჩარევაა საქართველოს საარჩევნო კამპანიაში.

დოკუმენტები, ევროპარლამენტის რეზოლუცია, 13 ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც დღემდე ვერ გავარკვიეთ - რა ტიპის დოკუმენტია ეს, დღემდე პასუხი არ გვაქვს, რა განცხადება იყო, ვისი განცხადება, ვისი ინიციატივა იყო ეს.

ასევე, ჩარევა იყო 20 ოქტომბრის თავყრილობა, რომელიც "ენჯეოებისა" და ოპოზიციის ერთობლივი ღონისძიება იყო. სამწუხაროდ, გაუმჭვირვალობის პირობებში, არ ვიცით ზუსტად, მაგრამ გვაქვს ეჭვი, რომ ამ აქციაზე დაიხარჯა "ენჯეოების" თანხები, ანუ უცხოური თანხები დაიხარჯა საარჩევნო ღონისძიებისთვის, მათ შორის, ამას გვაფიქრებინებს ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება აქციასთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები