25 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ნაცების კლასტერი = უსამშობლო აგენტებს" - თბილისის ქუჩებში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერებს ახალი წარწერები გადააკრეს

თბილისის ქუჩებში, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერებს, ახალი წარწერები გადააკრეს. პარტია ამას "ქართულ ოცნებას" უკავშირებს, მმართველი გუნდი კი ფაქტს მოსახლეობის პასუხს უწოდებს.

"ნაცები უდრის უსამშობლო აგენტებს" - სწორედ ეს წარწერა გადააკრეს პარტიის საარჩევნო ბანერებს.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ მათი ბანერებისა და "ქართული ოცნების" ბანერების ერთმანეთთან შედარება მიუღებელია.

"ნუ ადარებთ ჩვენს ბანერებს იმ ამორალურ ბანერებს, რომელიც გამოკრულია მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერავითარი გადაფარვა ჩვენი ბანერების, ვერ შეუშლის ხალხის ნების დაფიქსირებას ხელს," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები