25 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
"დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% პირდაპირ დაკავშირებულია ოპოზიციურ პარტიებთან, ორგანიზაციების 16% პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც, უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ ენჯეოებში აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები ან წამყვანი თანამდებობის პირები ან ოპოზიციის აქტივისტები ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. ორგანიზაციების 16% კი პირდაპირ "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ.

"ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რაიმე ობიექტური დასკვნა იქნება",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები