25 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
"საუბარი იყო საარჩევნო პროცესზე" - რა თემები განიხილეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირთან შეხვედრაზე

"ქართული ოცნების" წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო/ოდირთან შეხვედრისას განხილულ თემებზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს, მოლოდინებს არჩევნებთან დაკავშირებით და ა.შ.

"საუბარი იყო საარჩევნო პროცესზე - როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, როგორი სიტუაციაა საქართველოში პოლიტიკურად, რა არის პოლიტიკური პარტიების მთავარი დღის წესრიგი და, ზოგადად, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ის საკითხები, რომელიც განვიხილეთ და რა კითხვებიც ჰქონდათ დამკვირვებლებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია შეხვედრებს მართავს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარეს და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს უსმენენ.

იქამდე, შეხვედრები გაიმართა ოპოზიციურ პარტიებისა და "ქართული ოცნების" ლიდერებთან, მათ რიგებში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. 

დღის ამბები