ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც , გამომძალველიც და ისინი ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე“, - წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.