25 ოქტომბერი 2024,   21:16
ვრცლად
"რამდენიმე ჩვენიანი ამათ ცარიელ 2 ავტობუსს გაყვა და შუა გზაში ჩამოსვეს - თქვენთვის არ უთქვამთ, რომ “კარწინკის” შექმნა გვინდოდაო?!" - დიტო სამხარაძე

"თქვენთვის არ უთქვამთ, რომ “კარწინკის” შექმნა გვინდოდაო...ობიექტური ვიქნები და მხოლოდ ერთი ავტობუსი, სადაც 12 ამომრჩეველი იჯდა, ჩავიდა სამეგრელოში და 3 მიკრო ავტობუსი (მინივენი) დასავლეთში" - ამის შესახებ "ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"მაგარი ამბავი გინდათ? ერთი სიტყვით, ამათმა ხომ ატეხეს ამბავი, არიქა რეგიონებში ახალგაზრდებს წავიყვანთო, ხოდა რამდენიმე ჩვენიანი ახალგაზრდაც, რომლებიც ხვალ უნდა ჩასულიყვნენ რეგიონებში, ამათ ცარიელ 2 ავტობუსს და 6 მარშუტკას გაყვა, მაგრამ ჰოპ საოცრება და ჯერ კიდევ თბილისში, ნაცების ტელევიზიები როგორც კი წავიდნენო, ავტობუსებიდან გადავიდა ნაწილი დასარჩენადო, მერე გორში ჩაგვიყვანეს და უკან თბილისში ჩამოგვიყვანესო რომ გავაპროტესტეთ ქუთაისში რატომ არ მიგყავართო, გვიპასუხეს, თქვენთვის არ უთქვამთ, რომ “კარწინკის” შექმნა გვინდოდაო თან ამათ ხომ გონიათ ის ახალგაზრდები, რომლებიც მოატყუეს გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს, ახლა მაგათი მხარდამჭერები არიან ობიექტური ვიქნები და მხოლოდ ერთი ავტობუსი, სადაც 12 ამომრჩეველი იჯდა, ჩავიდა სამეგრელოში და 3 მიკრო ავტობუსი (მინივენი) დასავლეთში, აქედან მაგათ ტრანსპორტში ჩვენიანი რამდენი იყო, 27 ოქტომბერს დავწერ,"- წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები