20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" დირექტორი შანტაჟზე საუბრობს - მთავრობა ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს

რამდენიმე საათის წინ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა, მის განცხადებას კი საქართველოს მთავრობა ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 

კურიერის გადამღები ჯგუფები მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობენ თუმცა უშედეგოდ. 

პრესსამსახურის თანამშრომლები არც ჟურნალისტების იერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია პრემიერ ღარიბაშვილს და მის აპარატს. ეკა გაგუა მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება და ელოდება პირველ განცხადებებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები