20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
"გვარამია ვალდებულია მიაწოდოს პროკურატურას ობიექტური ინფორმაცია" - ეკა ბესელია

ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თამვჯდომარე ეკა ბესელია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის დღევანდელ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელ მმართველ გუნდში არ არსებობენ ადამიანები, ვინც ოჯახის წევრებზე ზეწოლას განახორციელებენ.

„არავითარი ძალადობა არ იქნება, ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, არ მგონია, რომ ჩვენს შორის არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს, რომ ოჯახის წევრების მიმართ განახორციელოს რაიმე ტიპის ზეწოლა და მსგავსი დაუშვებელი მეთოდები იყოს გამოყენებული. ეს დრო დასრულდა, თუ ვინმე არის რეალური პერსონაჟი, რომელმაც რაიმე ტიპის უკანონობა განახორციელა და გვარამია მოწმის სახით დაიკითხება და ის ვალდებული იქნება მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები