მმართველი გუნდის ლიდერი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებაში ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი თავისი მოქმედებებით ცდილობს დაძაბულობისა და არეულობის პროვოცირებას. ამის შესახებ გია ვოლსკიმ კურიერთან საუბრისას განაცხადა და ასევე არ გამორიცხა, რომ ნიკა გვარამიას დღეს გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
„დღესვე აუცილებლად ჩვენებები უნდა მისცეს, რომელმა იდიოტმა, რომელმა პროვოკატორმა ან რომელმა გაიძვერამ დაურეკა და ვინ დაასხა ნავთი ცეცხლს. ან იქნებ იტყუება? არც ესაა გამორიცხული,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებითა და ოჯახის წევრებით აშანტაჟებენ.