რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.
პარტიის ერთერთმა ლიდერა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:
„ეს განცხადებები არის პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი საქმე იქნას აღძრული და უკვე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი ერთ კონკრეტულ მოსამართლეზე, ან სასამართლოზეა დამოკიდებული, არის მიუღებელი.
თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს არის ნათელი გაგრძელება იმ ტრადიციისა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა ამ ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ ქართული ოცნებაც, ნაციონალური მოძრაობაც უნდა მიხვდეს, რომ ამ ფორმებით ბრძოლა ნებისმიერ თემაზე არის მიუღებელი“.